რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო წლების და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელმაც გავლენა გლობალური ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროზე იქონია. ერთი ინდუსტრია, რომელიც ომის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - გლობალური სამხედრო ინდუსტრიაა, რომელიც მოიაზრებს, როგორც სამხედრო სისტემებისა და იარაღის წარმოებას, ასევე ჯარისკაცების რაოდენობისა და სახელმწიფო სამხედრო ბიუჯეტების გაზრდას.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დათვლებით, გასულ წელს გლობალური სამხედრო დანახარჯები 6.8%-ით გაიზარდა და ორი ტრილიონ 440 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც უდიდესი ზრდაა, რომელიც 2010 წლის შემდეგ დაფიქსირდა. სამხედრო ბიუჯეტების მოცულობამ განსაკუთრებით მკვეთრად ევროპაში იმატა. ამასთან, სამხედრო ბიუჯეტი კიდევ უფრო მკვეთრად გაზარდეს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - პოლონეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ.
მსოფლიოს უძლიერეს ჯარებზე უკვე არაერთხელ მოგიყევით, ხოლო დღეს, იმ ქვეყნებს გაგაცნობთ, რომელთაც ყველაზე ძლიერი სამხედრო-საჰაერო ავიაცია ჰყავთ მსოფლიოში.
#1 — აშშ — 13,209 საჰაერო ხომალდი
ვერტმფრენი = 5,737 ერთეული
ავიაგამანადგურებელი = 1,854 ერთეული
დამხმარე ტრანსპორტი = 3,722 ერთეული
სამხედრო ბიუჯეტი: $886 მლრდ (2024)
#2 — რუსეთი — 4,255 საჰაერო ხომალდი
ვერტმფრენი = 1,554 ერთეული
ავიაგამანადგურებელი = 809 ერთეული
დამხმარე ტრანსპორტი = 610 ერთეული
სამხედრო ბიუჯეტი: $140 მლრდ (2024)
#3 — ჩინეთი — 3,304 საჰაერო ხომალდი
ვერტმფრენი = 913 ერთეული
ავიაგამანადგურებელი = 1,212 ერთეული
დამხმარე ტრანსპორტი = 402 ერთეული
სამხედრო ბიუჯეტი: $231 მლრდ (2024)
#4 — ინდოეთი — 2,229 საჰაერო ხომალდი
ვერტმფრენი = 899 ერთეული
ავიაგამანადგურებელი = 513 ერთეული
დამხმარე ტრანსპორტი = 351 ერთეული
სამხედრო ბიუჯეტი: $74.3 მლრდ (2024)
#5 — სამხრეთ კორეა — 1,592 საჰაერო ხომალდი
ვერტმფრენი = 807 ერთეული
ავიაგამანადგურებელი = 315 ერთეული
დამხმარე ტრანსპორტი = 318 ერთეული
სამხედრო ბიუჯეტი: $44.9 მლრდ (2024)