მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისაც სურს, ახლა მაინც ავიდეს მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის... შეუძლიათ, შემოგვიერთდნენ - პაპუაშვილი ოპოზიციას

შალვა პაპუაშვილი

ვისაც სურს, ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, შეუძლიათ, შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, საქმემ და გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ხელისუფლების მიზნად დასახულ გეგმას მიჰყვება, რომელიც შედეგს იძლევა.

"ოპოზიციას ვურჩევ - ახლა მაინც დაფიქრდნენ, საჯაროდ მაინც წარმოაჩინონ თავი და დაფიქრდნენ იმაზე, რომ წარმატებული გზა არის ის, რომელსაც მიყვება ხელისუფლება და თუ მათ დახმარება სურთ, კარი არის ღია. მე მეშინია, რომ მათ კვლავ ისტერია ექნებათ. სამოქმედო გეგმაზე პირველი რეაქცია ჰქონდათ სრული მიუღებლობა, თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან, რა როგორ უნდა გაკეთდეს და სინამდვილეში ხედავთ მათი პოლიტიკა რა არის.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის აბსოლუტურად რეალისტური, ეხება ყველა საკითხს. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, მზა გადაწყვეტები არ შეგვითავაზებია, სამოქმედო გეგმაში ვთავაზობთ განხილვის ფორმატებს, სადაც იქნება განხილვები და მივალთ შედეგებამდე. ოპოზიციას უცნაური წარმოდგენა აქვს სამოქმედო გეგმა ჰგონია ჩამოწერილი შედეგები და ასეთ სამოქმედო გეგმებს რა აზრი აქვს. ეს არის გახსნილი პროცესი და ვისაც სურს ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, მათ შეუძლიათ, შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ აპირებს მთავრობა EU-ის რეკომენდაციების შესრულებას? - სამოქმედო გეგმა დღეს გამოქვეყნდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები