მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისაც სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევა" - ზელენსკის განცხადება

ზელენსკი

რუსებმა 1020-ზე მეტი დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე განცხადებას და ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ამსახველი კადრებია აღბეჭდილი.

მისივე განმარტებით, ვისაც ომის დასრულება სურს, ასე არ იქცევა.

"ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაევი, ზაპოროჟიე და სუმის რეგიონები. რუსებმა გაუშვეს 1020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ვისაც სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევა.

ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ შეწყვიტოს აგრესია. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც უნდა იყოს არა მხოლოდ შენარჩუნებული, არამედ მუდმივად გაძლიერებული.

უკრაინა, ევროპა, ამერიკა და ყველა, ვისაც მშვიდობა გვსურს, ჩვენ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები