მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე" - პარლამენტში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საბჭოს სხდომა გაიმართა

დაზღვევა დავითაშვილი
11.07.24 15:47
462

პარლამენტში, პაატა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2023 წლის ანგარიში და 2024 წლის 5 თვის შედეგები გააცნო. სხდომაზე, საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე , ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა, დარგი სწრაფი ტემპით ვითარდება, 2024 წელს ბოლო 5 თვეში სადაზღვევო სექტორი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

„ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი ახალი პროდუქტი დაინერგა, მათ შორის სამოგზაურო დაზღვევის ლიმიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწრაფად ვითარდება ონლაინ მომსახურება, ასევე სადაზღვევო კომპანიები გადავიდნენ დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე და ა.შ . დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. გამოითქვა მოსაზრებები, რა შეიძლება გაკეთდეს სადაზღვევო სექტორის კიდევ უფრო განვითარებისთვის“ - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები