მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვისოლ ჯგუფი“ ელექტროდამტენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს

637f18a07e01e
მარიამ იზორია
24.11.22 15:10
637
“ვისოლ ჯგუფი“ ელექტროდამტენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა, ამ დროისთვის მაგისტრალებზე, კერძოდ, გორსა და ზესტაფონში, კომპანიას ელექტროდამტენები განთავსებული აქვს და სამომავლოდ ამ მიმართულების განვითარება კიდევ იგეგმება.

„ელექტროდამტენების სპეციალური აპარატები, მაგისტრალებზე გორსა და ზესტაფონში ჩვენს ინფრასტრუქტურაში გვაქვს განთავსებული, სამომავლოდაც რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ. პროექტი განხორციელდება მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ იქნება ვალდებულება ოფიციალურად აღებული ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ინვესტიცია დამოკიდებულია აპარატის ღირებულებაზე, მომწოდებლებს ვესაუბრებით და ამის შემდეგ გვეცოდინება რა ტიპის და რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება“, - განმარტავს ვასილ ხორავა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ, კერძო სექტორთან ერთად დედაქალაქსა და დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟების პროექტი დააანონსა. მაშინ თბილისის მერს პროექტის ღირებულებაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დედაქალაქსა და ავტობანზე ელექტროდამტენების პროექტი 7 თვეში უნდა განხორციელებულიყო. მერის განცხადებით, მათ შორის, თერჯოლაში "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე 10 დამტენი სადგური, თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით და დასასვენებელი სივრცეებით უნდა მოეწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები