მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდი, EU-ის ელჩისგან მოგვესმინა, რომ ევროკავშირი მზად არის გაასაჯაროოს ფინანსები - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

მედიის კითხვაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, რა იქნება "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარემ იმ სურვილებზე ისაუბრა, რისი მოსმენაც ევროკავშირის ელჩისგან სურს.

"მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის გაასაჯაროოს ყველა ფინანსები, რაც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში. მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მომესმინა პირობა, რომ ევროპის განვითარების ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარული მეთოდებით საქართველოში. მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მომესმინა განცხადება, სადაც ევროკავშირის ელჩი პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარი მოქალაქეების ფულის ხარჯვაზე საქართველოში.

სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში. სამწუხაროდ, ევროკავშირის ფული იხარჯება პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციის და ტერორის დასაფინანსებლად", - განაცხადა პაპუაშვილმა და თქვა, რომ დაფინანსებული ადამიანები დაკავებული არიან ტერორით, მუქარით და ადამიანების დახვედრით.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, Movement-თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული კანონის მიღების გამო, დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები