თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის საყრდენი სასამართლოა.
როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ასევე საყრდენს წარმოადგენენ პროკურატურა და ძალოვნები, რომლებიც დღეს ქუჩაში, აქციაზე მიმდინარე პროცესებს ისე მართავენ, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურს.
"დღეს ჩვენი ხელისუფლება უხერხემლოა. უფრო რეპტილიას წააგავს ვიდრე რამე ხერხემლიანს. თუმცა მისი ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი არის სასამართლო - მურუსიძე, ჩინჩალაძე, პროკურატურა, ძალოვნები.
თუ შეხედავთ პრემიერის ინსტიტუტს, ყოველ შემდეგ პრემიერს აკლდებოდა მოვალეობები და უფლებები, შესაბამისად, დღეს კობახიძე არის ჩვეულებრივი პრესსპიკერი, არაფერს არ აკეთებს. ძალოვნები უფრო მეტად არიან ჩართული ქუჩის პროცესების მართვაში და დაშინების პროცესში.
არსებობს გაურკვეველი,დაახლოებით 150 -კაციანი სია რომელთა დაპატიმრებაც უნდათ დაახლოებით იმ ხერხებით როგორც დააპატიმრეს მზია ამაღლობელი ან უნდათ ქვეყნიდან გაშვება", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.