მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი სებ-იდან ვიცე-პრეზიდენტების წასვლის შეფასებისგან თავს იკავებს

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თავს იკავებს ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შეფასებისგან. BMG-ის კითხვაზე პასუხისას ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით უმჯობესი იქნებოდა, თუკი გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მეტი კომუნიკაცია ექნებოდათ. 

- იმ კარიერული გზის და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც არჩილ მესტვირიშვილს, პაპუნა ლეჟავას და ნიკოლოზ გაგუას აქვთ, როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს მათი გადაწყვეტილება დატოვონ ეროვნული ბანკი? მიზეზი ვიცით, რაც არის ნათია თურნავას ე.წ. გამონაკლისი ბრძანება იყო ის ზღვარი, როცა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თქვენ სამივეს ძალიან კარგად იცნობთ, როდესაც სამივემ ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორ შეაფასებდით რა შემთხვევაში მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას?

- მე ამ გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა არ შევაფასებ, ალბათ უპრიანია, მათ მოტივაციაზე თვითონ გასცენ გადაწყვეტილებების მიმღებებმა პასუხი, ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია, რომ ჰქონოდათ მათ დღეს მოქმედ ხელმძღვანელთან შეიძლება ბევრი საკითხი უფრო მეტად გარკვეულიყო. ქალბატონმა ნათიამ შემდგომ საზოგადოებასთან მკაფიო განცხადება გააკეთა, ასე რომ გადაწყვეტილებამდე ალბათ უპრიანი იქნებოდა მეტი კომუნიკაცია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ვინც მიიღო მათ უნდა ჰქონოდათ მეტი კომუნიკაცია შიგნით - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს.

BMG-ის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას სანქციების აღსრულების წესში საგამონაკლისო ბრძანების მიღებამდე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია, ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ სებ-ი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები