მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი" - სალომე ზურაბიშვილი ფოთში

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცე "ლიმენაში” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება.

"დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი.

მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!”— განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები