გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, ვოლფგანგ ბიუხნერი საქართველოში „რუსული კანონის“ მიღებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს. ის საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს 2023 წელს აღებულ ვალდებულებას, რომ უპირობოდ გაიწვევდნენ კანონს.
როგორც Tagesspiegel-ი წერს, მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
“ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ამ კანონით საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს.
ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ეს გზა ღიაა. თუმცა, ის უკავშირდება ძალიან მკაფიო მოთხოვნებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს და ამ გზაზე შეღავათები არ იქნება. საქართველოს გადასაწყვეტია ამ გზის გავლა, რაც მოითხოვს მკაფიო რეფორმებს და საერთო ღირებულებების პატივისცემას”, - აღნიშნა ვოლფგანგ ბიუხნერმა.