მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 6.9%-ით გაიზარდა - რაზე ხარჯავენ უცხოელები საქართველოში ყველაზე მეტს?

ბარგი ტურიზმი ავიაცია

საქსტატის I კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წელს ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 1 998.3 ლარი შეადგინა.

ვიზიტორების ხარჯების 25.8% საყიდლებზე მოდის, 24.5% საკვებსა და სასმელზე, ხოლო 24.2% განთავსებაზე.

იანვარ-მარტში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები