მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხედავთ არჩევნების შემდეგ დაჩქარებულ სვლას რუსეთის გზაზე - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ სახეზეა დაჩქარებული სვლა რუსეთის გზაზე. მან ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნოდ, არჩევნებზე თუ ამის შემდგომ, პარლამენტის პირველი სესიის მოწვევისას არსებულ დარღვევებზე და თქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთი პარტიის კონტროლის ქვეშაა. ამ კონტროლს მიღმა კი პრეზიდენტი, ოპოზიციური მედია და სამოქალაქო სექტორი რჩება.

"ამ დროისთვის, საქართველოში ყველაფერს უკვე აკონტროლებს ერთი პარტია ან ერთი კაცის მმართველობა, რთულია გარჩევა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია, მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო, თუმცა ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ „რუსული კანონის“ სახით. მესამე, პრეზიდენტი. მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის მიუხედავად. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა რეალურად უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რაც მნიშვნელოვანია, არის სიძულვილი და ბრალდებები მცირე ჯგუფებისგან, რომლებიც ყველა სახის საკითხებს მპირდებიან არჩევნების შემდეგ",- თქვა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები