ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მინისტრმა ჯგუფის წევრებს, მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ, დავნერგეთ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 2300-ზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება. ვმუშაობთ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, უშუალოდ, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფარმაცევტული დანახარჯების შესამცირებლად.
ვამაყობ, რომ საქართველო, იაპონიასთან და ტაილანდთან ერთად, თანათავმჯდომარეა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფში (UHC), რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, გაეროს წევრი ქვეყნებისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის 2030 წლის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისებზე, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები
მნიშვნელოვნად შემცირდა.
ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.