„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერია იმდენად, რამდენადაც უფრო მოქნილია... თაროზე არ შემოდებს ხოლმე საკითხებს“, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში ლაშა პაპაშვილმა განაცხადა. მისგან შექება პრემიერის გარდა, ფინანსთა სამინისტრომაც დაიმსახურა.
BAG-ის ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, ლაშა ხუციშვილის უწყება ბიზნესისთვის საუკეთესოა.
„საქმის კურსთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებაც შეაფასა.
„მინდა, რომ ეკონომიკურ გუნდში გამოიკვეთოს ლიდერი. ვნახოთ, რას იზამს ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი.
სამწუხაროდ, ნათია თურნავამ ვერ აიღო ეს თავის თავზე და ის არ იყო ეკონომიკური ბლოკის ლიდერი მინისტრი... რა თქმა უნდა, იყო პრობლემები და ამიტომ ჩამოქვეითდა... ანუ „მერსედესობა“ ვერ შეინარჩუნა ნამდვილად“, - თქვა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი წინა კვირას დატოვა. ამ თანამდებობაზე ის ლევან დავითაშვილმა შეცვალა.