Volvo Cars-ის გაყიდვები ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 63,682 ავტომობილს მიაღწია. ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს, კომპანიაზე დაყრდნობით.
Volvo Cars-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბერში ევროპის მასშტაბით გაყიდული ავტომობილების 50% სრულად ელექტრო და ჰიბრიდულ მოდელებზე მოდიოდა.
Volvo-ს გაყიდვები შეერთებულ შტატებშიც გაეზარდა, ზრდის მაჩვენებელი 26%-ია, ზრდა არის ჩინეთის ბაზარზეც +21%. ევროპაში კი გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი ნოემბერში 2%-ი იყო.