ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები პროტესტს უერთდებიან და აუდიტორიებს ტოვებენ იქამდე, სანამ ხელისუფლება კანონს არ გაიწვევს.
"გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო.
შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. "გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევს.
დიდება საქართველოს!",- აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.
ცნობისთვის, 13 მაისიდან, "რუსული კანონის" გაპროტესტების მიზნით, საქართველოს არა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი იფიცება.