პარტია "ხალხის ძალის" დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე რომელმაც "რუსულ კანონს" ხმა მისცა მიიჩნევს, რომ უსამართლობაა დასავლეთის მხრიდან ოჯახის წევრების სანქცირება.
პოსtv-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ამბობს, რომ ასეთი დემოკრატია არ მოსწონს.
" ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და თუ კანონის მიღებისთვის დამასანქცირებენ, ეს რაღაც სიგიჟეში გადადის. რატომ ჰგონიათ, რომ თვითონ უკეთესად იციან, რა რის უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის?
ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქციები დაუწესონ? ვთქვათ, მე დავაშავე... რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ დაასანქცირონ? მე ასეთი დემოკრატია არ მომწონს. ბორელი ჩვენი დირექტორია, მბრძანებელია, თუ ვინ არის?" - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.