მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს" - თამარ ჩუგოშვილი "ოცნების" დეპუტატებს მიმართავს

თამარ ჩუგოშვილი

IX მოწვევის პარლამენტის წევრი, თამარ ჩუგოშვილი ყოფილ კოლეგებს - "ოცნების" დეპუტატებს მიმართავს. როგორც ის აცხადებს, "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა ქვეყნის დასავლური სამყაროსგან იზოლირებას გამოიწვევს.

"ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს. ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში.

არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო “მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.

ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა", - წერს თამარ ჩუგოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები