მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვუყურებთ [ხელისუფლების] ნაბიჯებს, რომელიც ტემპერატურას დაწევის ნაცვლად, მაღლა წევს - ლევან კობერიძე

ყოფილი პარლამენტარი

IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ლევან კობერიძის შეფასებით, დღეს ხელისუფლების ნაბიჯები მიმართულია არა მდგომარეობის განმუხტვისკენ, არამედ ქვეყანაში ისედაც მაღალი ტემპერატურის აწევისკენ. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ მიმდინარე მოვლენების მართვის „ქართული ოცნების“ ანალიზისას ისაუბრა.

კობერიძე აღნიშნავს, რომ ვიღაცას არ აწყობს მდგომარეობის დამშვიდება და პროტესტის მონაწილეების მკაფიო გზავნილების გაჟღერება.

„ვიღაცას ძალიან არ მოეწონა საპროტესტო აქციის ის ფორმატი, რომელიც ძალიან ლაღია. თაობამ, რომელზეც ახლა აქტიურად ლაპარაკობენ და პოლიტიკური იარლიყების მიკერების მცდელობაც არის, აზრის გამოხატვის განსხვავებული ფორმატი გამოავლინა. ძალიან არ მოეწონა ეს ფორმატი და პოლიტიკურად უძლური აღმოჩნდა ასეთი ფორმატის წინააღმდეგ რაიმე ზომების გატარების. ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პარალელურად ფორმების ძიება მიდის, თან პროცესი ხელიდან რომ არ გაექცეს ხელისუფლებას ამას ცდილობს თუ რას ცდილობს კარგად ვერ ვხდები და ტემპერატურის დაწევის ნაცვლად, ახლა ვუყურებთ ნაბიჯებს, რომლებიც ტემპერატურას მაღლა წევს, ვგულისხმობ პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან განცხადებებს და დამოკიდებულებებს. ხელისუფლების როლი კი პირველ რიგში საზოგადოების მშვიდ რეჟიმში გადაყვანაა, ქვეყანაში უთანხმოების ან დაძაბულობის ფონზე, იმისთვის რომ მდგომარეობის ანალიზი გაკეთდეს და ყველამ შეძლოს გაიგოს რა ხდება ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ვხედავთ პროცესს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებიდან ისეთი განცხადებები კეთდება რომ ტემპერატურა მაღლა იწევს, ამას მოსდევს საპროტესტო რეაქციები, რაც ერთმანეთში იზილება. ეს ვიღაცას აწყობს. არ აწყობთ იმის მკაფიოდ გამოჩენა, რომ ადამიანები იმის წინააღმდეგები არიან, რომ პროგრესის გზას გადაუხვიონ. რომ ორიენტირების დაკარგვა არ უნდათ ადამიანებს. ბოლო 30 წელიწადია ვიცით, რომ დასავლური პროგრესული ვექტორისკენ მივდივართ და ამ ვექტორს მივყვებით, ახლა რაღაც აირია და კითხვები ისმის, რაც არ არის კარგი“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები