ამ დროისთვის თვითმმართველი თემის, მერობის მეორე ტურის არჩევნების საბოლოო შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოუქვეყნებია, ცნობილია მხოლოდ წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 14 თვითმმართველ თემში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, მხოლოდ ერთგან- წალენჯიხაში კი ხმების დიდი ნაწილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მიიღო.
ყველა თვითმმართველი თემის ყველა უბნის დათვლის წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება:
თელავი - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,899%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,101% აქვს.
თიანეთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს - 54,826% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს - 45,174%.
ქარელი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.
ხაშური - „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.
ცაგერი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 62,873%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37,127% აქვს.
ბაღდათი - „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 693%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,307%.
წყალტუბო - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,167%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა მეტრეველს 42,833% აქვს.
ოზურგეთი - „ქართული ოცნების კანდიდატმა“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,409%-მა ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.591%-მა მისცა.
სენაკი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას 53,078%, ხოლო ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას - 46,922% აქვს.
მარტვილი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,845% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,155%.
ხობი - „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 43,22%.
ზუგდიდი - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 48,36%.
წალენჯიხა - ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს. წინასწარი მონაცემებით გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,893%.
ჩხოროწყუ - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ - 49,11% მიიღო.
ხელვაჩაური - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მას 55,007%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 44,993% აქვს.




























