მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი ტელევიზორების მწარმოებელ Vizio-ს $2.3 მილიარდად შეისყიდის

სს

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საცალო გაყიდვების კორპორაცია Walmart-ი ტელევიზორების მწარმოებელ Vizio-ს $2.3 მილიარდად შეისყიდის. გარიგების მიზანი კი რითეილერისთვის სარეკლამო და მედია ბიზნესის განვითარებაა - ამის შესახებ CBS News წერს.

Vizio მართალია, ტელევიზორების წარმოებითაა ცნობილი, თუმცა მათი მმართველობის ქვეშაა SmartCast საოპერაციო სისტემაც, რომელსაც 18 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. SmartCast-ი Vizio-ს ჭკვიან ტელევიზორებშია ჩაინტეგრირებული და Apple-სა თუ Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის სერვისებსაც უკავშირდება.

როგორც GlobalData-ს მმართველი დირექტორი, ნილ საანდერსი CBS-სთან აღნიშნავს, Walmart-ი დაბალ ფასებზე ორიენტირებული მომხმარებლები მოგების მარჟის გამო წნეხის ქვეშ აყენებდნენ, Vizio-ს შესყიდვა კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ტელევიზორში ჩაინტეგრირებული SmartCast-ის წყალობით, უფრო მეტ მომხმარებელს მისწვდნენ და მთავარ კონკურენტ Amazon-თან უფრო თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი Walmart-ს Vizio-ს პლატფორმის გამოყენება საკუთარი გასართობი კონტენტის განსავითარებლად შეეძლება, რაც Walmart+-ის გამოწერის სისტემასთან შეიძლება დაუკავშირდეს”, - განმარტა ნილ საანდერსმა.

თავად Walmart-ის სარეკლამო ბიზნესი 2023 წელს 28%-ით, $3.4 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მიმართულება კომპანიის მოგებაში მხოლოდ 2%-იან წილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები