მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ და ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა რიცხვები, რაც ყოველდღიურად გვაქვს, იკლებს, მათ შორის დადებითობის მაჩვენებელი, ინციდენტობის მაჩვენებელი და ა.შ. ეს ყველაფერი დადებითი დინამიკაა და ძალიან კარგია. ზაფხულში მობილობა სერიოზულად გაიზრდება, ადამიანებს სიცხეში უნდათ შავშეყრები, უჭირთ რეგულაციების დაცვა, პირბადის ტარება, მაგრამ ამ ყველაფრისგან თავი უნდა შევიკავოთ“, - განაცხადა გამყრელძემ.