მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება - კალაძე

637f749f52eef
მარიამ დემეტრაშვილი
24.11.22 18:10
1366
თბილისის მერის განცხადებით, წელს დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება. თუმცა, მისივე თქმით, მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 

„წელს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დიზაინერები გადაწყვეტენ როგორ მოირთვება. უშუალოდ ღონისძიებებზე - ქალაქის განათება, ნაძვის ხის ანთება, საახალწლო სოფლის გახსნა, კონცერტები - მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - თქვა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს.

კალაძემ ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები