მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 24 მ³ მილიარდს გადააჭარბებს - ალიევი

6409e2b8af8b4
მარიამ ვარადაშვილი
10.03.23 10:49
711
ბაქოში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაზის ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა. როგორც ფორუმზე გამოსვლისას ალიევმა თქვა, 2023 წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის მოცულობა 24 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

“თუ 2019 წელს ჩვენ ჯამში 19 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი განვახორციელეთ, ამ წელს მისი მოცულობა 24 მილიარდს გადააჭარბებს, რომლის ნახევარზე მეტი ევროპაში იქნება ექსპორტირებული. ეს ნამდვილად დაეხმარება ევროპელ მომხმარებელს მიიღონ ბუნებრივი გაზი არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენ გავზარდეთ ინვესტიციები ბუნებრივი აირის სფეროში და ვმუშაობთ მილსადენების გაფართოებაზე. ეს ეხება როგორს TANAP, ისე TAP-ის მილსადენებს”,-განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანამ ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროპაში გაზის ექსპორტი კი ქვეყანამ 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები