მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს „ფინბიურომ“ მომხმარებელს ₾30 მლნ-ის შეღავათი გაუკეთა - კომპანიის დირექტორი

6383ab610dace
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.22 22:44
1240
სესხის მართვის კომპანია „ფინბიურომ“ თავის მომხმარებელს, რომლებსაც ვადაგადაცილებული სესხები აქვთ, 30 მლნ ლარის ჯარიმები და პროცენტები ჩამოაწერა.

როგორც კომპანიის დირექტორმა სოფო ვარამაშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ აღნიშნა, ეს შეღავათი მათ მომხმარებელს მხოლოდ მიმდინარე წელს გასული 10 თვის განმავლობაში გაუკეთა, წელი კი ჯერ არ დასრულებულა.

კითხვაზე - რამდენი ვადაგადაცილებული სესხი მიდის სასამართლომდე და ვისთან ხდება შეთახმება, სოფო ვარამაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს.

„ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობენ და დროულად შემოდიან ჩვენთან კომუნიკაციაში და თანამშრომლობენ ჩვენთან, ასეთი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 30 000-ია. ისინი დროულად ბრუნდებიან ეკონომიკაში და დამატებით ღირებულების შესაძლებლობა ეძლევათ.

ჩვენი კომპანიის ინტერესში სესხებზე სამართალწარმოების დაწყება არ შედის, რადგან ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება და თითოეული მხარისთვის არასასიამოვნო პროცესია. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელთან კონტაქტზე გასვლას, რათა ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ.

ცნობისთვის, სესხების მართვის ორგანიზაცია „ფინბიურო“ 2015 წელს დაარსდა და ის ემსახურება ადამიანებს, რომლებიც წარსულში დაგროვებულ სასესხო ვალდებულებებს ვერ უმკლავდებიან და ფინანსური დაგეგმარებისათვის მოტივაცია და ძალის მოკრება სჭირდებათ. ფინბიურო საფინანსო ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებელს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება, რაც მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევას, მათ მენეჯმენტს და ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შეთავაზება ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები