მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს FMCG სექტორის შემოსავლებმა 9.23 მლრდ ლარი შეადგინა - TBC Capital

5fec69cbc9a00
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.20 16:50
1280
"მოსალოდნელია, FMCG ბაზარმა 2019 წლის დონე შეინარჩუნოს", - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს FMCG სექტორის (კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის) შემოსავალმა 9.23 მლრდ შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩნებელს (9.17 მლრდ ლარი) მცირედით - 1% აღემატება. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი - 8.8 მლრდ ლარი მოსახლეობის დანახარჯებზე მოდის, ეს რიცხვი გასულ წელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების და რესტორნების დანახარჯები მნიშვნელოვნადაა შემცირებული:

• ტურისტების დანახარჯები - 0.1 მლრდ ლარი, კლება წინა წელთან შედარებით -83%;
• რესტორნების დანახარჯები - 0.4 მლრდ ლარი, კლება -30%;

აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდვების მთლიან მოცულობაში ბაზრის ორგანიზებული მოთამაშეების წილი 36%-ს შეადგენს, ხოლო არაორგანიზებული ბაზრის გაყიდვები 64%-ია, თუმცა მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ორგანიზებული FMCG ბაზრის მოთამაშეებისთვის წილი იზრდება, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული.

რაც შეეხება მომდევნო 2 წლის პროგნოზებს, მიმოხილვის მიხედვით ბაზრის FMCG ბაზრის შემოსავლები 2021 წელს 7%-ით გაიზრდება და 9.89 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 2020 წლისთვის ზრდა 10% იქნება და 10.86 მლრდ ლარი იქნება.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ამ პროცესში ტურისტების დანახარჯები 2021 წელს მნიშნელოვნად 116%-ით გაიზრდება და 0.2 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წელს 169%-იანი ზრდით 0.6 მლრდ ლარს მიაღწევს.

პოზიტიური მოლოდინებია, ასევე, მოსახლეობის და სარესტორნო დანახარჯების ნაწილშიც. აქ ზრდა 2021 წელს მოსახლეობის ნაწილში 6%, ხოლო რესტორნების 7%-ია, ხოლო 2022 წელს, შესაბამისად, 5% და 40%.