მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს გერმანიის ეკონომიკა სავარაუდოდ, 6.6%-ით შემცირდება

5ecf66c065f6b
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 19:00
728
მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (Ifo) თანახმად, ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 6.6%-ით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Ifo-ს მიხედვით, 2021 წელს გერმანიის ეკონომიკური ზრდა 10.2%-ს მიაღწევს.

კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმომადგენლები საშუალოდ ელოდნენ, რომ მათი საქმიანობა ზომების გამკაცრების შემდეგ ჩვეულ რეჟიმს ცხრა თვეში დაუბრუნდებოდა. ასეთ შემთხვევაში, 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 12.4%-იანი შემცირებაა ნავარაუდევი.

ყველაზე ცუდი შესაძლო სცენარი კი ასე გამოიყურება - ბიზნესს ჩვეული საქმიანობის აღსადგენად 16 თვე დასჭირდება, ეკონომიკა 2020 წელს 9.3%-ით შემცირდება და 2021 წელს 9.5%-ით გაიზრდება.

ყველაზე სახარბიელო სცენარის თანახმად, ბიზნესი ძალას 5 თვეში აღიდგენს, ეკონომიკა წელს 3.9%-ით შემცირდება და გაისად 7.4%-ით გაიზრდება.

28 მაისის მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 181,895-ს მიაღწია, აქედან 8,533 ადამიანი გარდაიცვალა, 162,800 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები