მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

6385ba7f9cf80
მარიამ ვარადაშვილი
29.11.22 22:55
586
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის [UNWTO] პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის განცხადებითვე, აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და "კოვიდის" გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით.

რაც შეეხება უშუალოდ რეგიონებს, ევროპაში საერთაშორისო ტურიზმი აღდგენას განაგრძობს. საანგარიშო პერიოდში რეგიონში 477 მლნ საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 81%-ს შეადგენს. წლიური ზრდა კი 126%-ს შეადგენს. ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში ტურისტების მაჩვენებელი განსაკუთრებით III კვარტალში გაიზარდა, რა დროსაც ვიზიტებმა 2019 წლის მაჩვენებლის თითქმის 90%-ს მიაღწია. ევროპაში ზოგიერთ რეგიონში იანვარ-სექტემბერში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა 80-90%-მდეც კი გაიზარდა. მაგალითად, საანგარიშო პერიოდში დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში აღდგენის მაჩვენებელმა 88-86% მიაღწია.

UNWTO-ს თანახმად, სასტუმროებში დატვირთულობის კოეფიციენტმა სექტემბერში 66%-ს მიაღწია, მაშინ როცა მაგალითად იანვარში ეს მაჩვენებელი 40%-ს მცირედით აჭარბებდა. ევროპაში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 77%-ს აღწევს [სექტემბერი].

ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც მათი შეფასებით, ტურიზმის აღდგენისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათ შორის არის მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარება, მაღალი ინფლაცია, ენერგორესურსებზე გაზრდი ფასები, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია. ეს ფაქტორები ტურიზმზე, სავარაუდოდ, 2023 წელსაც აისახება. რაც შეეხება შემოსავლებს, UNWTO-ს პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესაძლოა 1.3 ტრილიონ დოლარს მიაღწიო, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 70%-იანი აღდგენის მაჩვენებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები