მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს OneWeb-ის სატელიტური ინტერნეტი ტაივანს სრულად დაფარავს

6492a1ce84d1a
გიორგი თოლორდავა
22.06.23 00:05
697
მიმდინარე წლის ბოლომდე ბრიტანული OneWeb-ის სატელიტური ინტერნეტი ტაივანს სრულად დაფარავს.

ციფრული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად იდგმება, რადგან არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ ჩინეთმა ტაივანს საკაბელო ინტერნეტ-კავშირი შეუწყვიტოს, რაც ტაივანის ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის სავალალო იქნება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, OneWeb-ის სატელიტური ინტერნეტი ტაივანის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილს ფარავს, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში სატელიტების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ტაივანის მასშტაბით განთავსდება ანტენები და ინტერნეტის მიმღები მოწყობილობები.

OneWeb-ის მიღმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა დგას, რომელიც დამოუკიდებელი ტაივანის მხარდამჭერია. სატელიტური ინტერნეტ პროგრამაც ლონდონის გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები