მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში 180 000-მდე ბიომეტრიული პასპორტი გაიცა - სააგენტო

64b785c78809b
BM.GE
19.07.23 10:40
848
2023 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში 178 556 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა, - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტო ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, უსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის - ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე;

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;

ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

სააგენტოს დისტანციური მომსახურების საშუალებით; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში; იუსტიციის სახლებში; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები