მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, თბილისში ბასლეინების რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება - ვიქტორ წილოსანი

604e030354d58
თათია ჩაფიჩაძე
14.03.21 22:00
2034
მიმდინარე წელს ბასლეინების რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებას უზურნველყოფს. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს. მისი თქმით, ტრანსპორტის რაოდენობის დამატება ქუჩებს უფრო მეტად ტვირთავს, სწორი გამოსავალი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის ქუჩების დახაზვაა, რომელიც მოლოდინის დროებს და მგზავრთნაკადის რაოდენობას ამცირებს.

„რეფორმის მომდევნო ფაზა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარება. ერთეულებში ტრანსპორტის დამატებას აზრი არ აქვს, თუ არ მოხდება ზოლების გათავისუფლება. მეტი მიწოდებით კიდევ უფრო მეტად გავჭედავთ ამ წერტილებს.

ჩვენ ახლა გვაქვს ისეთი წერტილები პიკურ პერიოდებში, სადაც დაგვიანებები, დაახლოებით, 50-55 წთ-ია, იმიტომ რომ ხდება ამ ავტობუსების ერთ ადგილზე გაჭედვა და მერე ერთად მიდის ყველა, რაც მომხმარებლის გაღიზიანებას იწვევს.

რეფორმის შემდგომი ფაზა გულისხმობს მოლოდინის დროების რეგულირებას. ჩვენ უკვე გვაქვს  ავტობუსების საკმარისზე მეტი რაოდენობა; 2.5-ჯერ გაიზარდა გადაყვანის შესაძლებლობა, ოღონდ საჭიროა, შევძლოთ ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილება. ამისთვის ზუსტად ე.წ. ბასლეინებია საჭირო, რომელიც შარშან 10-ჯერ გავზარდეთ. წელს დაგეგმილი გვაქვს დახაზვითი სამუშაოების, დაახლოებით, 3-ჯერ ზრდა. ეს ამოასუნთქებს ამ სფეროს. რეფორმის შემდგომი ნაბიჯი სწორედ ეს არის, რომ გამოვიყენოთ ოპტიმალურად ის რესურსი, რაც გვაქვს და ცოტა ნამდვილად არ გვაქვს", - მიაჩნია ვიქტორ წილოსანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები