"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კორუფციას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას განაცხადა.
„ქვეყანას განვითარებისთვის განათლების სისტემა და სასამართლო რეფორმები სჭირდება, რადგან ყველა საკითხი საბოლოოდ სასამართლომდე მიდის. ასევე მნიშვნელოვანია განათლების სისტემა, რომელსაც არასდროს შეხებია ისეთ რეფორმა, რომელიც ქვეყნის საჭიროებებზე და დემოკრატიულ განვითარებაზე იქნებოდა მორგებული.
ასევე, ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას კორუფციას“, - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ