მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წესით, მთავრობის ან პარლამენტის წევრებმა რა ხდება სასამართლოში არ უნდა იცოდნენ - ზურაბ ლალაზაშვილი

643465f44ca2a
ალა ისპირიანი
10.04.23 23:45
501
აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO, მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ოთხი მოსამართლის დასანქცირებისა და ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

მისი მოსაზრებით საქართველოს პარლამენტს უპირველესად აღნიშნულ საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის უნდა ეკითხა აზრი და ემსჯელა, რა გაკეთდა კარგად და სად არის შეცდომები.

„ეს განცხადებები ჯანსაღად არ მიმაჩნია. ღრმად ვარ დარწმუნებული, მოსამართლეების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ს ერთ დღეს არ მიუღია, დარწმუნებული ვარ ამას მრავალი საუბარი უძღოდა, მათ შორის დახურულ კარს მიღმა. დასანქცირება ლოგიკური იყო, რადგან განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მიდის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლის შეურაცხყოფა, რაღაცების დაბრალება. ყველაზე სწორი გზა იქნება ევროკავშირის თუ აშშ-ს წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში მოხდეს განხილვა და არა ტელეეთერებიდან, რატომ არ მივიღეთ თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, რა და როგორ უნდა შეიცვალოს.

ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა პარლამენტს, ყველა მხარისთვის მოესმინა - საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც ღრმად არის ამ თემაში გათვითცნობიერებული და მათი მოსმენა და არგუმენტების გაზიარება, მსჯელობა მნიშვნელოვანი იყო და მერე შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაც გავიარეთ, მოვუსმინეთ ყველა მხარეს და აქ ვცდებით, რა შევცვალოთ და ა.შ. “, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და წესით, მთავრობის ან პარლამენტის წევრებმა, რა ხდება სასამართლოში არ უნდა იცოდნენ.

„როგორ უნდა იცოდეს მთავრობის ან პარლამენტის წევრებმა რა ხდება სასამართლოში - წესით არ უნდა იცოდნენ. ეს არის დახურული სისტემა, როდესაც თვითონ მიიღება გადაწყვეტილება. როდესაც გამოდის პარლამენტარი რომელსაც არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია, რაღაც ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს და ამბობს ყველაფერი კარგად არის, საიდან იციან რომ კარგად არის, თუ ეს ორგანო დამოუკიდებელია და დამოუკიდებლად მიიღება გადაწყვეტილებები.

ჩვენთან ხელისუფლება კომფორტი აქვს მაშინ, როცა რასაც იძახის ყველაფერი ისე კეთდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ასე არ ხდება - იქ ინსტიტუტები არსებობენ და მთავარია რას გადაწყვეტს სასამართლო,“ - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები