მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WeWork-მა $47 მილიარდის კაპიტალიზაცია დაკარგა, კომპანია გაკოტრებულია

wework

გაკოტრებული კომპანიების სიას დღეს კიდევ ერთი ორგანიზაცია WeWork-ი შეუერთდა, რომელმაც დაახლოებით ოთხ წელიწადში საბაზრო შეფასების 99% დაკარგა.

2019 წელს WeWork-ის კაპიტალიზაცია 47 მილიარდ დოლარს აღწევდა და მას ინვესტორები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დროის მოკლე პერიოდში კომპანია ფაქტობრივად გაცამტვერდა.

თავად WeWork-ი ეს არის ერთიანი სამუშაო სივრცე, სადაც სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს ადგილების დროებით დაქირავება და მომსახურების გაწევა შეუძლიათ. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ამერიკის მასშტაბით დიდი ზომის საოფისე სივრცეებს ფლობდა, რომელსაც შემდეგ სხვა კომპანიებზე აქირავებდა.

WeWork-ის დაღმასვლა 2020 წელს დაიწყო, როდესაც პანდემიამ ფაქტობრივად ერთ დღეში დაასრულა ოფისებში სიარულის ეპოქა. მას შემდეგ კომპანიას დიდი მოცულობით ვალთან მოუწია შეჭიდება, ბოლოს კი ის ვითარება მივიღეთ, რომ ტექნოლოგიური სტარტაპები და მცირე ბიზნესები ნელ-ნელა ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, coworking სივრცეებზე მოთხოვნა კი მკვეთრად შემცირდა.

ახლა უკვე WeWork-ის მენეჯმენტი გადარჩენისთვის იბრძვის, თუმცა ამის იმედი უკვე აღარც კომპანიის დამფუძნებლებს აღარ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები