მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კოვიდის "დელტა" შტამი აუცრელ მოსახლეობაში სწრაფად ვრცელდება

60d9bf1ab038e
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.21 00:30
992
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის "დელტა" შტამი არავაქცინირებულ მოსახლეობაში სწრაფად ვრცელდება.

„კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში იქნა გამოვლენილი, კოვიდის სხვა შტამებთან შედარებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. დღესდღეობით "დელტა" შტამი უკვე 85 ქვეყანაშია დადასტურებული. აღნიშნული შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება აუცრელ მოქალაქეებს შორის“, - განაცხადა გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

გებრეისუსის თქმით, მისდა სამწუხაროდ ბევრი ქვეყანა კოვიდ-რეგულაციებს ნაჩქარევად ამსუბუქებს და მოქალაქეებიც სულ უფრო ნაკლებად იცავენ სოციალური დისტანცირების ნორმებს, რის გამოც კორონავირუსის გავრცელების ახალი შემთხვევები მატულობს.

„კორონავირუსის მეტი ახალი შემთხვევა ნიშნავს მეტ ჰოსპიტალიზაციას, გადატვირთულ ჯანდაცვის სექტორს, რაც გარდაცვალების მატების საწინდარია“, - განაცადა გებრეისუსმა.

WHO-ს ბოლო მონაცმებით, კორონავირუსის Alpha შტამი დადასტურებულია 170 ქვეყანაში, Beta შტამი - 119 ქვეყნაში, Gamma შტამი -71 ქვეყანაში, ხოლო ყველაზე სწრაფად გავრცელებადი Delta შტამი - 85 ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები