მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

winetourism.com - ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობა

6107f00130d71
თათია კაკიაშვილი
03.08.21 22:00
1321

ქართულ ონლაინ სივრცეში ღვინის ტურიზმის წასახალისებელი ვებ-გვერდი winetourism.com გამოჩნდა. როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ვებ-გვერდი ქართულ მარნების საერთაშორისო ბაზრებზე ხილვადობას გაზრდის, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

„ღვინის ტურიზმი საკმაოდ ახალგაზრდა სფეროა საქართველოში და ამიტომაც ამ სფეროში მოღვაწე მარნები და ორგანიზაციები ჯერ კიდევ დახვეწის და სწავლების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მარნები მისი ავთენტურობით საკმაოდ მიმზიდველია, ხშირად არის პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ის საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. ჩვენს კომპანიაში კი ვქმნით ონლაინ პლატფორმას, რომელიც გაზრდის მარნების ხილვადობას საერთაშორისო ბაზრისთვის. განსაკუთრებით კი ეს ეხება საშუალო და მცირე ზომის მარნებს. გარდა იმისა, რომ winetourism.com მარნებს ტურისტების მოზიდვაში და, შესაბამისად, ამ კატეგორიის შემოსავლების გაზრდაში ეხმარება, იგი მთლიანად საქართველოს ღვინის რეგიონის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს”, - განუცხადა BMG-ის საქართველოში winetourism.com-ის რეგიონულმა მენეჯერმა თამთა ბანკანაშვილმა.

winetourism.com-ის დამფუძნებლების თქმით, პლატფორმაზე მარნის განთავსება საკმაოდ მარტივია: ამისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება და დეტალური ინფორმაციის განთავსება მარნის შესახებ - კონკრეტული მარანი რა სახეობის ღვინოს აწარმოებს, სად მდებარეობს, რა სახის სერვისებს და აქტივობებს სთავაზობს მომხმარებლებს და ა.შ.

„რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩვენი გუნდი მუშაობას იწყებს დარეგისტრირებული მარნის პროფილის შექმნაზე. თითოეული პროფილი იქმნება ყველა იმ საჭირო მარკეტინგული ხერხის გამოყენებით, რაც განთავსებული ინფორმაციის საძიებო სისტემებში სწორ პოზიციონირებას უწყობს ხელს,პოტენციური ვიზიტორისთვის უფრო მიმზიდველს ხდის და მას ჯავშნის განსახორციელებლად უბიძგებს. ამ ეტაპზე winetourism.com 3 000-მდე მარანს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მონაცემები ყოველდღიურად მზარდია”, - განაცხადა ღვინის პროდუქტის ტურიზმის მენეჯერმა ეთერ გორგილაძემ.

Winetourism.com-ის დამფუძნებლების თქმით, პლატფორმაზე განთავსებული მარნებს სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობა შეუძლიათ, მათ შორის: ჯავშნების მიღების პოტენციალით საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ტურისტებისგან; რეზერვაციის სისტემის მართვით და ტურის საფასურის გადახდის უზრუნველყოფით უსაფრთხო გადახდის სისტემის მეშვეობით; ონლაინ პლატფორმაზე უფასო რეგისტრაციითა და მარნის პროფილის შექმნით, რომელიც მეღვინეობას ცნობადობის გლობალურ ამაღლებაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები