მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით რეისებს ანახლებს

ვიზეარი

Wizz Air-ი ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით, 30 ოქტომბრიდან პირდაპირ ფრენებს განაახლებს. როგორც უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია იტყობინება, ქუთაისიდან პოლონეთში ფრენა უკვე ოთხი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ვროცლავი, კატოვიცე, ვარშავა და პოზნანი.

ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში, ბილეთის ღირებულება 119 ლარიდან იწყება.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქუთაისი დავაკავშიროთ კიდევ ერთ ქალაქთან, ვროცლავთან, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ცოცხალი ატმოსფეროთი. ვამაყობთ, რომ ქართველ მოგზაურებს ვთავაზობთ ისევე როგორც ხელმისაწვდომ ტარიფებს, ასევე მრავალფეროვან მარშრუტებს. როგორც იცით, ვროცლავი არის Wizz Air-ის მეოთხე დამაკავშირებელი მარშრუტი ქუთაისსა და პოლონეთს შორის. ჩვენ პრიორიტეტი კი მრავალფეროვანი მარშრუტების შეთავაზებაა ქართველი მოგზაურებისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის", - განაცხადა Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, ოლივია ჰარანგოსომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები