უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ფისკალური წლის მეორე ნახევრისთვის დაგეგმილი რეისების მოცულობა 5%-ით შეამცირა. როგორც ირკვევა, კომპანიის ეს გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეულ საავიაციო საწვავის მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით Wizz Air-ი იმ მეტოქე კომპანიებს შეუერთდა, რომლებმაც საწვავის გაძვირების ფონზე გაფართოების გეგმები შეამცირეს. როგორ ცნობილია, აშშ-ირანის სამხედრო დაპირისპირებამ გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში პანდემიის შემდგომ უმძიმესი ფინანსური კრიზისი გამოიწვია, ეს კი ევროპულ ბრენდებს განსაკუთრებით შეეხოთ.
ამჟამინდელი მოცემულობით, რეისების შემცირების მიუხედავად, Wizz Air-ი წლიურად შემოსავლების მკვეთრ კლებას არ მოელის, რადგან ზაფხულის ძლიერმა სეზონმა ვითარება დააბალანსა.
საყურადღებო ფაქტია, რომ სამომავლოდ უნგრული ავიაკომპანია მიზნად შემოსავლის €10 მილიარდამდე ($11.47 მლრდ.) გაზრდასა და 10%-იანი საოპერაციო მარჟის მიღწევას ისახავს. Wizz Air-ს ამ შედეგის დადება 2030 წლისთვის სურს. ამ პერიოდისთვის ავიაკომპანია 335 ერთეული ახალი თაობის ხომალდის გამოყენებასა და 127 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს.
























