Wizz Air ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს- ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა.
"ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს.
ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით", - წერია ინფორმაციაში.