მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz air წელს მოგების ზრდას ელოდება

6481e8c46b4d7
მარიამ ვარადაშვილი
09.06.23 00:15
663
ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air დარწმუნებულია, რომ გაზრდილი ჯავშნები და საოპერაციო ნაწილში მსხვილი ინვესტიციები მიმდინარე წლის მოგებით დასრულებას უზრუნველყოფს.

უნგრული კომპანია ელოდება, რომ წელს წმინდა მოგება 400 მლნ ევროს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა ასევე აქვს სწრაფად მზარდი ბიზნესი ახლო აღმოსავლეთში. უკრაინის ომმა კომპანია აიძულა რუსეთში ოპერირება შეეწყვიტა.

ევროპის სხვა ავიაკომპანიების მსგავსად კი გასული წლის ზაფხულში ფრენების გაუქმება მოუწია, რაც გამოწვეული იყო მოგზაურობაზე მოსალოდნელზე მაღალი მოთხოვნით, რასაც აეროპორტებში კადრების დეფიციტი მოჰყვა, რის გამოც ასობით ფრენა გაუქმდა. კომპანიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ ავიაკომპანია სექტორისთვის ყველაზე მომგებიან, ზაფხულის პერიოდს მომზადებული ხვდება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსგავსად, 2023 წლის I კვარტლის მონაცემებით, 18%-იანი წილით Wizz air კვლავ საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები