მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება - მესტვირიშვილი

645b5a1694a5c
მარიამ ვარადაშვილი
10.05.23 12:52
419
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება.

დღეს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა, შედეგად ქვეყანაში განაკვეთი 10.5%-მდე შემცირდა.

სებ-ის თანახმად, ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.

“წლის ბოლოს და მთელი წლის განმავლობაში მოველით, რომ ინფლაცია მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება ინფლაცია. აქედან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ ეს დროებითია. რაც შეეხება წამლებზე ფასების შემცირებას, ამას გავლენა ჰქონდა და მთლიანი ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სოციალურად რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ინფლაცია. აქედან გამომდინარე, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მაინც ვინარჩუნებთ. განაკვეთების შემცირების მიუხედავად, კიდევ ველით, რომ განაკვეთი შემცირდება, წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება”,-განაცხადა მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები