მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის I ნახევარში ქვემო ქართლში $19 მილიონის FDI ჩაიდო - TOP-ინვესტორები

636a4027b9edd
გვანცა სანაია
08.11.22 23:30
714
2022 წლის პირველ ნახევარში ქვემო ქართლის რეგიონში 18 688 376 ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. რეგიონში უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

I და II კვარტალში, ჯამურად, ყველზე მეტი - 21 347 604 დოლარის ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო. მეორე ადგილზეა სამთომომპოვებელი მრეწველობა.

• სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $489 582.7
• სამთომოპოვებითი მრეწველობა - $1 216 150.2 
• დამამუშავებელი მრეწველობა - $21 34 7 604.4 
• ენერგეტიკა -     - $5 407 477.1 
• მშენებელობა-    -$68 881.5 
• სასტუმროები და რესტორნები - $13 396. 7
• ტრანსპორტი -   -$735 280.4
• უძრავი ქონება - $733741.4 
• დანარჩენი სექტორები - $978979.6

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რამდენიმე სექტორში FDI უარყოფითია, რომლის მიზეზიც, საქსტატის განმარტებით, შეიძლება იყოს: სააქციო/საწესდებო კაპიტალის ზრდა ან შემცირება, საწარმოს მიერ მოგების ან ზარალის მიღება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორისგან სესხის მიღება ან მისი დაფარვა, არარეზიდენტი სუბიექტის მიერ რეზიდენტისგან საწარმოს წილის შეძენა ან პირიქით, რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისგან წილის გამოსყიდვა, დივიდენდების გაცემა.

აღსანიშნია, რომ BMG-მ საქსტატიდან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია. უწყება უშუალოდ არ უთითებს, რომელ კომპანიაში რა ინვესტიცია განხორციელდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ასევე, არ ზუსტდება რიგითობა, თუმცა სიაში შესული ათივე კომპანია ინვესტიციების მხრივ, TOP-ათეულშია.

კერძოდ, ათეულში მოხვდა საწარმოები რუსთავიდან, რომლებიც დამამუშავებელ მრეწველობას ეწევიან. დღეს ამ საწარმოების ნაწილი გარემოსდაცვითი ვალდებულებების წინაშეა და ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, გარემოში მავნე გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის მონტაჟი ევალებათ, რაც ქარხნებს დაახლოებით მილიონ ლარამდე თანხები უჯდებათ.

TOP-10 საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა 2022 წლის პირველ ნახევარში:

1. შპს ჯეოსთილი (დამამუშავებელი მრეწველობა)
2. შპს რუსთავის ფოლადი (დამამუშავებელი მრეწველობა)
3. შპს მიკადო ჯორჯია (უძრავი ქონება)
4. სს კავკასიან პეტ კომპანი (დამამუშავებელი მრეწველობა)
5. სს ხრამჰესი II (ენერგეტიკა)
6. შპს ჰენკელ ბილდინგ ქემიქალს ჯორჯია (დანარჩენი სექტორები)
7. შპს რუსელოის (დამამუშავებელი მრეწველობა)
8. შპს ობ გრუპ (დამამუშავებელი მრეწველობა)
9. შპს გოვ კონსალტინგი (დანარჩენი სექტორები)
10. Georgia oil & Gas limited-ის ფილიალი საქართველოში(სამთომომპოვებელი მრეწველობა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები