მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

World Gold Council-მა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ოქროს პროექტი წარადგინა

ოქრო

World Gold Council-მა ახალი ტიპის ფინანსური პროდუქტი - ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ოქროს პროექტი წარადგინა, რომელიც საფონდო ბირჟაზე გახდება ხელმისაწვდომი.

ტრადიციული ოქროს ფონდისგან, ანუ ETF-ისგან განსხვავებით, ახალი ინიციატივა აქტივის აღწერისათვის ბლოკჩეინს გამოიყენებს, რომლის გაყალბება ან მანიპულირება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

თავად ციფრული ოქროს პროექტი მარტივ პრინციპს ეფუძნება: სპეციალურ საცავში შეინახება ფიზიკური ოქროს ზოდები, რომელთაც მიენიჭებათ უნიკალური ციფრული სერტიფიკატები, რომელთაც შემდგომ ბლოკჩეინზე ატვირთავენ და ინვესტორებზე გაყიდიან. ამ შემთხვევაში, საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ETF-ისგან განსხვავებით, ციფრული სერტიფიკატის მფლობელებს მეტი გამჭვირვალობა ექნებათ და ზუსტად ეცოდინებათ სად, როგორ და რა რაოდენობით ინახება მათ საკუთრებაში არსებული ოქრო.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ტოკენიზაცია ხელს უწყობს გამჭვირვალობას და სამართლიანობის პრინციპების დაცვას; ხოლო კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ციფრული ოქროს პროექტს ETF-თან შედარებით უპირატესობა არ აქვს და საერთაშორისო ინვესტორები მის გამოყენებას არ დაიწყებენ.

ფასს რაც შეეხება, ცხადია, უნცია ციფრული ოქროს ფასი ზუსტად ის იქნება, რაც ოქროს ზოდი ან ETF ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები