მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყლის ექსპორტი კი არა, სოფლებში სასმელი წყლის პრობლემაა - გახარიას პასუხი ლადო კახაძეს

5fe2fd2ad10d6
ინგა მურუსიძე
23.12.20 12:23
6406
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს 3-4 - წელიწადში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოწოდების საკითხი უნდა მოგვარდეს და გლობალური მიმართულებით ზრუნვა ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ასე უპასუხა გახარიამ დეპუტატ ლადო კახაძის კითხვას, რომელიც სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნას და წყლის რესურსების გამოყენებას შეეხებოდა.

„სასმელ წყალს რაც შეეხება, ეს პრობლემა ჯერ ქვეყნისთვის უნდა მოვაგვაროთ. უამრავი სოფელია ქვეყანაში, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა არის პრობლემა. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება; თუ უახლოეს წლებში არ დავიწყეთ ამის მოგვარება, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გახდება პრობლემა. ასე, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება, ამის შემდეგ კი შეიძლება უფრო გლობალურ საკუთხებზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები