მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხალხს შევპირდი და წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა - ღარიბაშვილი

6126160261491
BM.GE
25.08.21 13:58
797
პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში მერობის კანდიდატი წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც სვანეთის რეგიონში განხორციელდება.

პრემიერმა თქვა, რომ წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა. ასევე მისივე დავალებით, მესტიაში 5-6 მილიონი ლარი დაიხარჯება ცენტრალური პარკის პროექტზე. 

„ჰაწვალზე 10 წელი იმუშავა საბაგირომ, რომელიც მანამდე იყო დამონტაჟებული და როგორც ჩანს, უვარგისი ან ნახმარიც იყო ჩამოტანილი. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, გავაკეთებთ ახალ, ძალიან გამართულ საბაგიროს. თეთნულდზეც გარკვეული პრობლემებია, იქაც ჩავუტარებთ რეაბილიტაციას.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ლაღამის უბნის რეაბილიტაციას იწყებს მთავრობა. ეს არის 33-მილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ულამაზეს მხარეში.

ასევე, ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ მესტიაში ახალი ცენტრალური პროექტი მოეწყოს, 5-6 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გზების მშენებლობა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის უშგულის გზა, 2022 წელს დავასრულებთ და მთლიანად ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ჯდება 100 მილიონი ლარი, დასრულდება მაქსიმუმ 2 წელიწადში"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები