მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 335 კოვიდ-ინფიცირებულია - როგორია კოვიდ-გეოგრაფია?

611f567e9b5b8
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 11:12
2486
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით.

Stopcov.ge-ზე კოვიდ სტატისტიკა განახლდა, რომლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 506 040-ს მიაღწია.

ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დღიური - 10.22%-ია, ბოლო 14 დღის - 10.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 393 პირი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 440 370 შეადგინა.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარშა - 677, იმერეთში - 573, ქვემო ქართლში - 277, შიდა ქართლში - 304 გურიაში - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 297, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 113, სამცხე-ჯავახეთში - 98, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.

3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში. 48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში 77 ადამიანი მოთავსებულია, საიდანაც თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში 25 070 პირია გადაყვანილი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 51 933 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში - 28 332 პირი, აჭარაში - 8 203, ხოლო იმერეთში - 5 126.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები