მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ოცნების" დეპუტატები ესწრებიან, კენჭისყრაზე 88 ხმა, 0-ის წინააღმდეგ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს.

კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი "ოცნების" წინაშე სიტყვით გამოვიდა.

შალვა პაპუაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად.

2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები