მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხონის მუნიციპალიტეტში სკოლა იწვის - ხანძრის ლიკვიდაციისთვის 7 ბრიგადა და 35 მაშველი მუშაობს

5e4a62473b891
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.20 13:55
1002
ხონის მუნიციპალიტეტში სკოლის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ BM.GE-ის საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი 12 საათისთვის გაჩნდა.

„ხონში ცეცხლი უკიდია სკოლის შენობას; ხანძარი ლოკალიზებულია, სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინა. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 35 მეხანძრე-მაშველი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები