ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით მნიშვნელოვანია საქართველომ ინტენსიური დიალოგი აწარმოოს თურქეთთან და ყაზახეთთან. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც ხორბლის სექტორს ეხება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ იმპორტის კუთხით რუსეთზე ძლიერი დამოკიდებულებისა და დაბალი თვითუზრუნველყოფის პირობებში, რაც გამოწვეულია დაბალი წარმოებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ პოტენციურ იმპორტიორებთან დიალოგი უნდა აწარმოოს. ასეთებად ორგანიზაცია ყაზახეთსა და თურქეთს ასახელებს, რათა გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილ იყოს.
კვლევის თანახმად, 2017 წლიდან ქვეყანაში ხორბლის წარმოება წლიურად საშუალოდ 9.5%-ით იზრდება. წარმოება თითქმის 33%-ით გაიზარდა გასულ წელს და 135 900 ტონას მიაღწია, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ხორბლის მწარმოებელი კომპანიების ზრდით და გაზრდილი პროდუქტიულობით. 2020 წელს ხორბლის წარმოების ოდენობა 102 ათასი ტონა იყო. გაზრდილი წარმოების ფონზე გასულ წელს ხორბლის მიწოდებაში ექსპორტის წილი 78%-მდე შემცირდა, რაც მანამდე საშუალოდ 84% იყო.
კვლევის მიხედვით, 2017-2020 წლებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი, რაც წარმოებისა და მოხმარებით თანაფარდობით გამოითვლება, 2021 წელს 22%-მდე გაიზარდა.
ორგანიზაცია ხორბლისა და ფქვილის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წერს, რომ უნდა მოხდეს იმპორტიორი ქვეყნების დივერსიფიცირება, დიალოგი უნდა გაძლიერდეს პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან და უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის შიგნით ხორბლის მარაგები უსაფრთხოება.
რაც შეება თურქეთს, მისი როგორც იმპორტიორის მიმზიდველობა ამ ეტაპზე შემცირებულია, რადგან ქვეყანას მარტიდან ცალკეულ პროდუქტების მათ შორის, ხორბლის ქსპორტზე შეზღუდვები აქვს დაწესებული.




























