მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთ თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით, 74%-ით გაიზარდა

648186da03da0
მარიამ ვარადაშვილი
08.06.23 11:46
2935
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში ქუთაისის აეროპორტით 126 864 მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 64 745 იყო.

მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80%-ით 378 რეისამდე გაიზარდა.

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. იანვარი-მაისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502 323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 74%-ით აღემატება. მიმდინარე წლის ხუთ თვეში აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე ნიშნულს 66%-ით აჭარბებს.

1-ლი ივნისიდან WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები კი 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები